ხელოვნება

ხელოვნება

Monday, July 6, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

ეს დღე იყო ჩვენთვის შემაჯამებელი დღე, სადაც თითოეულმა მსმენელმა წარმოადგინა პროექტი, ვისაუბრეთ არჩეულ თემასა თუ პრობლემაზე, გამოვხატეთ უკუკავშირი, დავუსვით ერთმანეთს შეკითხვები, გამოვკვეთეთ პროექტის წარმართვის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამით განვიმტკიცეთ არსებული ცოდნა, ამ ტრენინგმა დაგვაფიქრა სასწავლო პროცესში წამოჭრილ პრობლემებზე და მოგვცა ბევრი საშუალება, იმისთვის, რომ შედარებით მარტივად გადავჭრათ სასწ. პროცესში არსებული პრობლემები. დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს თამარ ლოსაბერიძეს და პროექტ ინტელს.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში. კონკრეტულად გავაკეთეთ შეფასების ინსტუმენტების მოკლე მონახაზი. შევქმენით ბროშურა ჩვენი არჩეული პროექტისათვის. აგრეთვე გავეცანით ღილაკს Snipping Tool-ს, რომელიც კვლავ ჩვენი საჭიროებისამებრ გამოვიყენეთ. ეს დღეც კვლავ აქტიური და მრავლის მომცემი იყო ჩვენთვის

Wednesday, July 1, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით პრეზენტაციას, რომელის გვაწვდიდა ინფორმაციას თუ რა არის ეფექტური პრეზენტაცია. გავეცანით ინდივიდუალურ განსხვავებებს სწავლების დროს, ასევე გავეცანით მრავალმხრივ ინტელექტებს, აღქმის სტილს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და დავაკომენტარეთ, ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამატეთ სასარგებლო ლინკები. 

Monday, June 29, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის სახით Power Point-ში. ნაშრომი განვათავსეთ ბლოგზე და შევქმენით ამ ნაშრომის შეფასების რუბრიკა

Friday, June 26, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ თუ როგორ დავამყაროთ უკუკავშირი მოსწავლეებთან, ასევე გავეცანით word-ის დოკუმენტში უკუკავშირის დამყარებას, კომენტარების დართვას ტექსტზე და კორექტირებას.ვისწავლეთ googl drive- ში მუშაობა, გავიგეთ თუ როგორ უნდა მივცეთ წვდომის უფლება სხვა მომხმარებელს. გავეცანით საავტორო უფლებებს, როგორ შეიძლება, რომ გამოვიყენოთ პრაქტიკულ საქმიანობაში ნებისმიერი მასალა საავტორო უფლებების დაცვით. რომელი სიმბოლო აღნიშნავს ამ უფლებების დაცულობას, რა დოზით არის დასაშვები ავტორის მასალის გამოყენება და გავეცანით მასალის გამოყენების ნებართვის მოთხოვნის წერილის ნიმუშს. ვიმუშავეთ ბლოგზე... 

Thursday, June 25, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ სლაიდშოუს გაკეთება, პრეზენტაცია, მისი დადება ბლოგზე... გავეცანით პრეზენტაციის შექმნის სქემას, მნიშვნელოვან დეტალებს მისი ეფექტურობისთვის, გავიარეთ შეფასების კრიტერიუმები, რუბრიკა, გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო... კიდევ ერთი წარმატებული დღე იყო.

პროექტის პრეზენტაცია